| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
28-02-2018
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გაავრცელა გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ 2017 წელს ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე, ასევე საწვავზე, სატელეფონო საუბრებზე, მივლინებებზე და რესტორნებში გაწეული ხარჯების შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 183 677 ლარის ოდენობით გაიცა.
"2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა;
2017 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 183 677 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (204 183.11 ლარი);
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაცემული სახელფასო დანამატის ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, ყველა ადმინისტრაციაში შემცირებულია. შემცირებულია ასევე გაცემული პრემიის ოდენობები. გურიის ადმინისტრაციაში გაიზარდა გაცემული პრემიის და დახმარების ოდენობა - 2017 წელს 47 905 ლარი გაიცა, 2016 წელს კი 33 510 ლარი” - აღნიშნულია კვლევაში.
2-03-2026