გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვლადიმერ ბორცვაძე: ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან თუ გამოიკვეთა რაიმე სახის გადაცდომა, გადაეცემა პროკურატურას

7-07-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

"რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა პროკურატურას",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.