| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
8-07-2020
წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ცალკეული კერების საბოლოდ ჩაქრობისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მეოთხე სართულზე მდებარე საუნას გაუჩნდა.
სასტუმროს გენერალური დირექტორის თქმით, ეფექტურად იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, რამაც დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გაამარტივა.
ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ - კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.