გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში გუბერნატორი და ქალაქის მერი მივიდნენ

1-03-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ქალაქის მერ ლევან ლიპარტიასთან ერთად მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ”ბორჯომი” ავრცელებს. 

მაუწყებლის ცნობით, გუბერნატორსა და მერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ დრომდე საკუთარ კაბინეტში რჩება საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე. სხდომათა დარბაზს კი ნიკა მელია არ ტოვებს.

მუნიციპალიტეტის შენობაში ასევე ამ დრომდე რჩებიან მერიის თანამშრომლები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. 
დღის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ გამოიწვია. თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი მაინც დამტკიცდა.

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"