გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

8-07-2020

 

სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 840 ჰექტარი უკვე დამუშავდა.

 

 

მონიტორინგის შედეგად, ფახულანის, ჭალესა და მუჟავას ტერიტორიებზე მავნებლის შედარებით დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაფიქსირდა, ამიტომ წამლობა სწორედ აღნიშნული სოფლებიდან დაიწყო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც ეტაპორივად გაგრძელდება.

 

 

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები ღამის საათებში რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება და მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

 

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს სმს გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის წინასწარ ეცნობება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.