გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს

8-07-2020

აჭარის ეკონომიკის სტიმულირების, საინვესტიციო გარემოს და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისთვის 8 საინვესტიციო შეთავაზება მომზადდა. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 62 მლნ ლარია, მხოლოდ საპრივატიზებო ღირებულება კი დაახლოებით 21 მლნ ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, აქტიური სააუქციონო პროცესი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 10 ობიექტი, მიმდინარე წლის ივნისში, აუქციონზე უკვე გავიდა და პროცესი ეტაპობრივად გრძელდება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.