გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჭალადიდში ავარიის შედეგად 7 დამიანი დაშავდა

9-07-2020

ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით შვიდივე მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც რადიო „ათინათს“ კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა უთხრა, ორ ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მიგინეიშვილის ინფორმციით, ქალის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

„ქალი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, აქვს დაზიანებები გულ-მკერდის და კისრის არეში, ორ მამაკაცს ასევე მრავლობითი ნაკაწრები, ორს კი ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს. არცერთი მატგანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთე არ ემუქრება“, - ამბობს მიგინეიშვილი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ს გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რადიო "ათინათი"