გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – მამაკაცი სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა

9-07-2020

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ ხანძარი სავარაუდოთ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მამაკაცმა გააჩინა, რომელიც მანამდე სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა.

 

ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

(მთავარი ფოტო არ ასახავს რეალობას)

პრაიმტაიმი