გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გიორგი გახარია: ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხებია

10-07-2020


ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას ეხებოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, - განაცხადა გიორგი გახარიამ.