გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

უხვი ნალექის გამო, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

10-07-2020

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უხვი ნალექის გამო, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი.

"11 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.