გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვავე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

11-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება. მისივე თქმით, ხუთივე დინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.


"კორონავირუსის 8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები,"-განაცხადა ეზუგბაიამ.