გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ - მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ქალის ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს

13-07-2020

მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. "კურიერის" ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.

ასევე "კურიერმა "გაარკვია, რომ მტკვარში სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე 31 წლის ქალის ავტომობილი ნახეს. როგორც ცნობილია, დაკარგული ახალგაზრდა ქალი ვანიდან საკუთარი ავტომობილით წამოვიდა. ავტომანქანაში კი გამოსამშვიდობებელი წერილი იდო.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

rustavi2