გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება

14-07-2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მის შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.

„მივიჩნევ, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც ვინმეს აზრს ამ საკითხზე, ვინაიდან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და იგი ძალიან მტკიცეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ვერავინ აუკრძალავს ქართველი იყოს, თუნდაც უკრაინული პასპორტი ჰქონდეს და უკრაინის პატრიოტი იყოს.

imedinews.ge