გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურა მზადაა, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

14-07-2020

პროკურატურა მზადაა, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. ამის შესახებ პროკურატურამ განცხადებაა გაავრცელა.

 

„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.