გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზუგდიდში ქალმა ნაქირავებ ბინაში ჩუმად იმშობიარა, მამამ კი ჩვილის ცხედარი დამარხა

15-07-2020

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ კი ბავშვის მამას დაურეკა და მკვდარი ახალშობილის ცხედარი მისცა. მან კი სასაფლაოზე დამარხა.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალს აუტყდა სისხლდენა და სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა ამბავი. მან გაამხილა ბავშვის მამის ვინაობა და ადგილი, თუ სად იყო ჩვილი დასაფლავებული.

ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ახლა კი გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – მკვდარი დაბადა დედამ შვილი თუ მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა ახალშობილი.

შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალნამშობიარებმა ქალმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 112-ე მუხლით, უწყების ცნობით დაკავებულია ახალშობილის დედა. მამა ჯერ დაკავებული არ არის.

თრიალეთი