გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მიმართ დავალიანება არ გვაქვს, სახელმწიფო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს

15-07-2020

სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს, სახელმწიფო კლინიკების მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

მისივე თქმით, ამ კუთხით დღეს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობაა ჩამოყალიბებული.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

imedinews.ge