გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში პრესის ჯიხური გაქურდეს

15-07-2020

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გვიან ღამით პრესის ჯიხური გაქურდეს. ადგილზე მომუშავე ქალის ინფორმაციით, დილით მას ჯიხურის სარკე ჩამტვრეული დახვდა.

"როგორც მითხრეს წუხელ გვიან შუქი არ იყო, სავარაუდოდ მაშინ მოხდა", - გვითხრა მან.  

არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 300 ლარამდე ღირებულების საქონელი.

შს სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში რადიო "ათინათს" განუმარტეს, რომ გამყიდველი პოლიციასთან საუბარში ქურდობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

შსს-ს პასუხის შემდეგ, ვცადეთ გამყიდველთან დაკავშირება, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

რადიო ათინათი