გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებად დავით სერგეენკოსა და სოზარ სუბარს განიხილავს

16-07-2020

მმართველი პარტია საარჩევნო სიაზე მუშაობას იწყებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ახალ სახეებს შესთავაზებს, ამასთან, კანონის შესაბამისად, ქალების მონაწილეობასაც უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, „ქრონიკისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად განიხილება 2 ყოფილი მინისტრი: დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. ასევე სავარაუდოდ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მოადგილე მამუკა მდინარაძე იქნება.

მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა თვის ბოლომდე გახდება ცნობილი, საპარლამენტო არჩევნები კი 31 ოქტომბერს ჩატარდება.