გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა

16-07-2020

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, „ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება“-ში გადაიყვანა.

 

ვეტერინარის განცხადებით 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

 

„შემოვიდა სახის შეშუპებით, ნაკბენი აღენიშნებოდა ყბა-სახის მიდამოებში. ჩვენთან ის კბენიდან დაახლოებით 1 საათში მოიყვანეს. შევიყვანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ ყველანაირი პროცესი, რომელსაც იწვევს გველის შხამი, დასტაბილურებულიყო“, – აცხადებს ვეტერინარი გიორგი ხმალაძე.

 

წყარო: „ინფო რუსთავი“

პრაიმტაიმი