გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილა

17-07-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.