გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხმაური იყო ქობულეთში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე

17-07-2020

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებულები აქციას მართავენ.

12 ოჯახი ფართების დაკანონებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ შენობა გასხვისდა, რის გამოც უსახლკაროდ რჩებიან. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებიან.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა, რომელსაც აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები.

Სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მინისტრი სამართალდამცველების დახმარებით შენობაში შევიდა. Აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთი ცუდად გახდა.

„ახლავე უნდა მისცეთ ამათ პირობა, რომ გაყიდეთ შენობა, რატომ არ გაითვალისწინეთ მათი ინტერესები", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონმა.