გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა

17-07-2020

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის სპეციალური ავტომობილებით მიწოდებას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება.

"ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები ყოველ თვე მოდის და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას", -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.

ინტერპრესნიუსი