გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელში, სადაც პარლამენტის დეპუტატის ოჯახის წევრს COVID-19 დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ

17-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც პარლამენტის დეპუტატის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

"ქართული ოცნების" წევრის სალავან მირზოევის მამიდა სოფელ ყარათაქლაში ცხოვრობს.სავარაუდოდ, მასზე კოვიდინფექცია ერთ-ერთი მეზობლისგან გავრცელდა. შუახნის ქალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ადგილობრივ ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ რაც ლაბორატორიულად კოვიდინფექცია დაუდგინდა, ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ის რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, რადგან ბოლო ორი კვირაა მამიდასთან კონტაქტი არ ჰქონია.

რუსთავი2