გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს

17-07-2020

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის დავალებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა მოლაპარაკებები, ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“. შევჯერდით, რომ ფრენები დაიწყება 2 აგვისტოდან კვირაში ორი სიხსირით. მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისიდან მიუნხენში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ პარასკევს და ორშაბათს", - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.


ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;