გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: ვიმეორებ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები

18-07-2020


ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია.


„მესმის, რომ აქ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგა, დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.