გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

19-07-2020

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს და პროცესში 20 მეხანძრე-მაშველი და დრონია ჩართული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი