გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ღვინის და სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება

20-07-2020

ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხარისხის მუდმივი კონტროლია.

შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობა. კერძოდ:

• მიმდინარე წლის 6 თვეში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას.
• საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.