გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლენჯერში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

20-07-2020

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა.

ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.

პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. გარდა ამისა, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით.

მესტიაში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ბიჭს, უკვე მესამე დღეა ეძებენ. მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის არავის უნახავს.

რადიო "ათინათი"