| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
21-07-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი იმპორტირებულია-მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მისივე თქმით, ორი შემთხვევის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევევი მიმდინარეობს.
"საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. 2 პაციენტზე პირველწყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს," - განაცხადა ეზუგბაიამ.