გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მარნეულში ოჯახის შეურაცხყოფაში ბრალდებული კაცი ბოძზე თოკით მიაბეს

21-07-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, თანასოფლელებმა ახალგაზრდა კაცი ბოძზე თოკით მიაბეს და იქამდე არ გაუშვეს სანამ კაცის მშობლები არ მივიდნენ.

 

როგორც სოფელში ამბობენ ახალგაზრდა კაცს დაოჯახებულ თანასოფლელ ქალთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, და ქალის მამამთილი ამ ამბის გაგების შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელებს უჩივლა და პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა.

„ამ ამბავმა კაცი შეიწირა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ახლა დაკავებულები არიან, ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანების განთავისუფლებას, მათ შორის არასრულწლოვანიცაა.

 

პირიქით, ეს კაცი უნდა დააკავონ, ვის გამოც ოჯახი დაინგრა და კაციც ნერვიულობისგან გარდაიცვალა.”-
ამბობს კაპანახჩში მცხოვრები.

 

დაკავებული 8 პირის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუ პოლიცია მათ არ გაანთავისუფლებს, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის143-ე მუხლითი მდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

პრაიმტაიმი