გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პაატა იმნაძე: გარდაბანში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება საჭირო არაა

21-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გარდაბანში ჯერჯერობით გამკაცრებული ზომების მიღება საჭირო არაა, მთავარია მოსახლეობამ აუცილებელი რეკომენდაციები დაიცვას.


"მოსახლეობა ჩვენთან გარდაბანში ძალიან კარგად თანამშრომლობს. მოდიან ადამიანები და იკვლევენ ყველაფერს. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რაიმის გამკაცრება არ იქნება საჭირო. მთავარია, ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას უმარტივესი წესები. უნდა გვახსოვდეს, რომ წესებს თუ არ დავიცავთ, კორონა არ გაჩერდება.

ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი და ასევე დავიცვათ სოციალური დისტანცია, ამ შემთხვევაში არავითარი საშიშროება არ არსებობს,"-განაცხადა იმნაძემ.