გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

21-07-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასასრულს უახლოვდება ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე გაეცნენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ მეორე შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.