გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია

22-07-2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია. მისივე თქმით, დღეს დადასტურებული კოვიდინფექციის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.


"კორონავირუსის ბოლოდროინდელ შემთხვევათა რაოდენობა საყურადღებოა, თუმცა პროცესი ჩვენი მხრიდან გაკონტროლებულია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი დაინფიცირებულებიდან შვიდი კონტაქტი იმპორტირებულია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 24 ახალი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ამვტომანქანის მძღოლია, მხოლოდ ორი შემთხვევა საჭიროებს დამატებით კვლევას, რათა ინფიცირებულების კონტაქტები დადგინდეს",-განაცხადა ტიკარაძემ.