გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

22-07-2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. გოგონას მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მის შვილს სამსახურში კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონდა. მისივე თქმით,  თამარი სამსახურიდან ხშირად გაღიზიანებული ბრუნდებოდა, ნამტირალევიც უნახავს.
"სამსახურიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ, სამჯერ ნამტირალევიც დავინახე. არ მეუბნებოდა არაფერს"-განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა.