გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

2-03-2018

ფოთში მალთაყვის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ივლისში პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. როგორც განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, ბაღი მალთაყვაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობის შვილებს უმასპინძლებს.

მისივე თქმით, ბაღი აშენდა პროექტ ,,გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა განსახლებულ დევნილთათვის" ფარგლებში და ბაღის მშენებლობა ნაწილობრივ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი საქართველოში, სამეგრელოს გუბერნატორი და დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ესწრებოდნენ.

imedinews.ge