გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შსს: 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, გამოძიება ადგენს, არის თუ არა ეს წამლები გარდაცვლილის ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური

23-07-2020

ცენტარლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. მისივე თქმით, გამოძიება ადგენს, არის თუ არა ეს წამლები გარდაცვლილის ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.


"საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვლმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, გამოძიება ადგენს არის თუ არა იდენტური იმისა, რაც მის ჩანთაში იპოვეს. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახისწევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუსაობს და აღნიშნულ სამქესთან დაკავშირებით საზოგადიოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით"-განაცხადა ჭელიძემ.