გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24-07-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია: მხარეთა შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობა მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში;
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასა შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო ისტორიის საკითხების განვითარებას; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის  შესწავლას; სამხედრო ისტორიის  პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და  მათი შედეგების რეალიზაციის ხელშეწყობას; სამხედრო-ისტორიული, საინფორმაციო, ანალიტიკური და სხვა  სახის პროდუქციის შექმნას;
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ  საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, მამუკა გოგიტიძემ.
მემორანდუმი უვადოა და ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.