გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში ინფიცირებული 61 წლის ქალის კონტაქტებიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

24-07-2020

ქუთაისში ინფიცირებული 61 წლის ქალის კონტაქტებიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში მისი ოჯახის წევრების და იმ ბაზრობის მოვაჭრეების ნიმუშები იყო გადაგზავნილი, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. სულ საუბარია 29 კონტაქტზე.

დაავადებათა კონტოლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1011 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ეპიდემიოლოგებმა ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობის თანამშრომლები გამოიკვლიეს. 61 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, სწორედ ამ ბაზრობაზე იყო დასაქმებული. ამ დროისთვის ბაზრობაზე იდენტიფიცირებულია მისი 25 კონტაქტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1085 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის განკურნებულია 911. ვირუსმა სულ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, განკურნებულებისას გადააჭარბა, რასაც ბოლო მონაცემებიც ადასტურებს.

23 ივლისს კორონავირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ხუთი შემთხვევა, ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი - გაჩიანის კლასტერიდან, ორი - იმპორტირებული, სამი პაციენტის შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

imedinews.ge