გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

დღეიდან ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული PCR ტესტირება დაიწყება

24-07-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული PCR ტესტირება დაიწყება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებული კონტაქტების კვლევისას ლილოს ბაზრობასთან გარკვეული კავშირი გამოვლინდა.


"გადაწყვეტილება მივიღეთ, ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული PCR ტესტირება დაიწყოს. ბაზრობაზე ეპიდემიოლოგების ორი ბრიგადა იმუშავებს,ისინი დაახლოებით 200-250 ადგილობრივ დასაქმებულს გამოიკვლევენ. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გარკვეული კვეთა, გარკვეული კავშირი გამოვლინდა ლილოს ბაზრობასთან",-განაცხადა გამყრელიძემ.