გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობია დამუშავებული

24-07-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიბებს. ქვემო ქართლის რეგიონში სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით სულ 25 ათასი ჰექტარია  დამუშავებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება. დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 50 ათასამდე ჰა ფართობი.

მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.