გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მეფუტკრე-ფერმერებს სემინარი ჩაუტარდათ

24-07-2020

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, ადგილობრივ მეფუტკრე-ფერმერებს სურსათის უვნებლობაზე, სკების რეგისტრაციაზე, ფუტკრის დაავადებებსა და დედა ფუტკრის ექსპორტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს და კავკასიის მეფუტკრეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაუტარეს.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა სტუმრებს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერებინეს და ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის სასელექციო სამუშაოები გააცნეს. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოებიც მიმდინარეობს.


მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა, ბაზაზე ფერმებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.