გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლევან დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე, 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა

24-07-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.


სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან  დღემდე, 35,000-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მოახდინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ჯამში დარეგისტრირდა 30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა.