გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აგრარული ბაზრებში მონიტორინგი მიმდინარეობს

25-07-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის და თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს. აგრარული ბაზრების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

იმ ობიექტებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე და პრევენციისთვის შეუსაბამო ვითარება გამოვლინდა, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ამოწმებს.