გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თორნიკე რიჟვაძე: დამსაქმებლისგან 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

27-07-2020

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებულიყვნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,მოქალაქეები და მათ შორის აჭარის მაცხოვრებლები დამსაქმებლისგან სამთვიანი მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. უკან დაბრუნებისას ჩვენი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით“.