გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარაში, კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა

27-07-2020

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, მათთან საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს. კაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იზოლაციის ვადა ეწურებოდა და საკონტროლო ტესტირება ჩაუტარდა, რა დროს კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.

შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებული პირი თურქეთიდან დაბრუნდა.

დღეს დადასტურებული შემთხვევის ჩათვლით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პაციენტებში ვირუსის მკურნალობის პროცესი, სტაბილურად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს გარდა ერთი შემთხვევისა. სამინისტროს ცნობით, ერთ პაციენტს აღენიშნება მწვავე პნევმონია.

ipress