გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„არაგვისპირში რომ ეკლესიაა, იქ დადიოდა წირვაზე… აგვისტოში 17 წლის ხდებოდა“ – გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

27-07-2020

გუშინ ღამით არაგვისპირში მომხდარ ტრაგედიას 16 წლის არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.

როგორც გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, მანქანა გზაზე უეცრად გამოჩნდა. ბაბუას თქმით, გარდაცვლილი გოგონა აგვისტოს ბოლოს 17 წლის ხდებოდა.

„ჩემი შვილიშვილი იყო, რომელიც დაიღუპა. არაგვისპირში რომ ეკლესიაა, იქ დადიოდა, 5 წელი მღეროდა თურმე. დედამ წაიყვანა წირვაზე და რომ დამთავრდა გადმოდიოდა იქიდან. ტრასაზე უნდა გადასულიყო თითქოს არაფერი მოდიოდა, უცებ მანქანა გაჩნდა და ადგილზე მოკლა. აგვისტოში 17 წლის ხდებოდა“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა „მთავარ არხთან“.

პრაიმტაიმი