გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გახარია: აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერ მხარეებსა და თანამშრომლობის ახალ სფეროებზე ვესაუბრე

28-07-2020

"დღეს ვესაუბრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის.

„საუბრისას მადლობა გადავუხადე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერის გამო და ხაზგასმით აღვნიშნე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და წლევანდელ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება,- აღნიშნავს გიორგი გახარია.