გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია

28-07-2020

დღეს, 28 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გააგრძელებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული რჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონია აღენიშნება, სხვებთან კი, პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

პრაიმტაიმი