გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფოთში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები აქციას მართავენ

2-03-2018

ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მშობლები, საზოგადოების წევრები და ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„მინდა მკვეთრად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით. ფოთელები გამოვხატავთ პროტესტს და ვაჩვენებთ ყველას, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შევეგუებით. რეალურად, ვერ გვისახელებენ არგუმენტს თუ რის გამო გაუქმდა საგამოცდო ცენტრი. როცა ცხელ ხაზზე დავრეკე, ხან აკრედიტირებული უნივერსიტეტის არარსებობა, ხან კი ხარჯების შემცირება დამისახელეს მიზეზად, რაც აბსურდია,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.

აქციის მონაწილეები, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

"ინტერპრესნიუსი"