გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა

29-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა. წყალმა სოფელთან მისასვლელი გზა დატბორა. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, არ დატბორილა სახლები. მისივე თქმით, წყალი მიწის მხოლოდ რამდენიმე ნაკვეთზე შევარდა.

ზარალის დათვლა დღეიდან უნდა დაიწყოს. 

"ადიდდა მდინარე ჩხეშურა, რომელიც ჩამოდის ღებთან. საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს დაფარული, გადაუარა პატარა ღებთან დამაკავშირებელ ხიდს და შესაბამისად, ვერ ვაზუსტებთ, ხიდი საერთოდ გადარჩენილია თუ არა. საფრთხე არავის ემუქრება, დატბორილია ნათესების გარკევული ნაწილი, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს," - განაცხადა ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ. 

რუსთავი2